Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულია, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი-კალაძე
Regions.ge
26 May 2016, 17:20
რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტენდი ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ დაათვალიერა. როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველომ დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად რთული გზა გაიარა, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი. "საქართველომ ძალიან რთული გზა განვლო თავისუფლების მოსაპოვებლად. ამ ბრძოლაში ჩართული იყო სრულიად საქართველო. დღეს ჩვენი ქვეყანა არის დამოუკიდებელი, ჩვენი ქვეყანა არის თავისუფალი. საქართველოს თითოეული მოქალაქე ცხოვრობს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანაში. ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლობის, თავისუფლების შენარჩუნება.  ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც აზროვნებენ სახელმწიფოებრივად და სახელმწიფოებრივი იდეებით არიან შეპყრობილი. ამიტომ ჩვენ ქვეყანას, ვერც გარე და ვერც შიდა მტერი ვერაფერს უზამს, რადგან ჩვენ ამ ბრძოლაში ძალიან მძიმე ბარიერები გადავლახეთ და ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულია, თუმცა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი,"-განაცახადა კალაძემ.
წყარო: gurianews.com
gurianews.com
26.05.2016
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი